როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს განაცხადა, მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს და სათანადო რეაგირება მისი შედეგების შემდეგ მოხდება.
“საქმე გაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში ან შეწყდება და დირექტორი აღდგება თანამდებობაზე. პატიმარს აქვს დაზიანებები. იგი ასახელებს თანამშრომლებს, რომლებმაც მისი თქმით, სცემეს. თუმცა, ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ძვრება იგი სკამზე, აფარებს კამერას ნაჭერს. რა ხდება ოთახში, ეს არ ჩანს. ცხადია, არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს თვითდაზიანებები, ან შეიძლება იყოს მართალი მისი ჩვენება. გამოძიება დაადგენს რეალობას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, _ აღნიშნა სუბარმა.