მისივე განცხადებით, ნალექი აღმოსავლეთ საქართველოსკენ ინაცვლებს.
“ამ ეტაპისთვის უხვთოვლიანობა არის აქეთ და ტექნიკის დიდი ნაწილი ამ რეგიონებშია. ძირითადად მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალი. ეს არის რიკოთის უღელტეხილი და ბათუმთან მისასვლელი გზა, სადაც გუშინ საღამოდან, შეზღუდვა არის ცალკეულ მონაკვეთებზე და მოძრაობა მხოლოდ ჯაჭვებით არის დაშვებული.
მიუხედავად იმისა, რომ ინტესიურად იწმინდება გზები გომბორის უღელტეხილთან და კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა მაინც შეზღუდულია, რადგან დიდი ნალექი მოვიდა გუშინ ღამით. ჩვენი ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ გამოიდარებს, თუმცა შენდეგ ისევ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მონაკვეთზე მიმდინარეობს თოვლის წმენდა, იყრება მარილი და ქვიშა-ხრეში მოვუწოდებ მძღოლებს თუ აუცილებელი არ არის მოძრაობისგან თავი შეიკავონ ან გამოიყენონ ზამთრის საბურავები.
იქ სადაც მოძრაობა ჯაჭვით არის დაშვებული გამოიყენონ ჯაჭვები. საცობების თავიდან ასაცილებლად საპატრულო პოლიციასთან ერთად ვთანამშრომლობთ”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.