ადგილობრივების თქმით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველ წელს ასე ხდება:
_ ბალახს ვწვათ იმიტომ, რომ მეორე წელს უკეთესი ამოვიდეს, _ ასე განმარტავენ იქვე მცხოვრები ადამიანები რამდენიმე ჰექტარზე წაკიდებულ ცეცხლს.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი მეთოდით “უკეთესი ბალახის ამოყვანას” რამდენიმე წლის წინ, უკრაინაში სოფლის განადგურება მოჰყვა. ბალახიდან ცეცხლი მთელ სოფელს მოედო და ათეულობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
პ.ს. “მცენარეული საფარი ერის საუნჯეა”, – ამბობდა ნიკო კეცხოველი. როგორც ჩანს, მავანთათვის ეს საუნჯე არაფერია. დიდი ვაჟას სწავლება, რომ “ბუნება ჩვენშია, ჩვენ ბუნებაში ვართ”, ამ ერთი კონკრეტული შემთხვევიდანაც ცხადყოფს, რომ ჩვენში ბევრი არაფერია.
ფოტო მოგვაწოდა გიორგი ჟორჟოლიანმა