“ლეიბორისტული პარტიის” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერმა არჩილ ხაბაძეს გასულ კვირას განვითარებული მოვლენებისთვის პასუხიც უნდა მოსთხოვოს. მან მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც აჭარაში ხდება ზამთართან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ ძვირადღირებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით, ასევე არჩილ ხაბაძის პასუხისმგებლობის საკითხია. დავით რობაქიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა ისიც, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისას მოსახლეობამ ხმა მისცა არა ავთანდილ ბერიძეს ან ვინმე სხვას, არამედ ბიძინა ივანიშვილს, რის გამოც პასუხი ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც უნდა მოეთხოვოს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved