24 წლის ბექა მეტრეველმა სკოლიდან ბავშვების ევაკუაციის დროს ნამწვი აირით მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო, ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ იგი რეფერარულ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი, სადაც კომპლექსური გამოკვლევა და გადასხმის კურსი გაიარა.
158-ე საჯარო სკოლაში ხანძარი 16 დეკემბერს, პირველი გაკვეთილის დაწყებიდან 10 წუთში გაჩნდა, რაც, სავარაუდოდ, კომპიტერულ კლასში მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ადგილზე გამოძახებულ იქნა სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელთა მოსვლამდე სკოლის მანდატურებმა სკოლიდან მოსწავლეთა და თანამშრომელთა სწრაფი ევაკუაცია მოახდინეს.
განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული უსაფრთხო სკოლის ახალი კონცეფციის თანახმად, სკოლის მანდატურების გადამზადების პროგრამა მანდატურებისთვის კრიზისული სიტუაციების მართვის კურსის სწავლებასაც ითვალისწინებს, რაც მოიცავს სტიქიური უბედურებების: ხანძრის, მიწისძვრის, წყალდიდობის დროს მოსწავლეთა და სკოლაში მომუშავე პირების ევაკუაციისათვის ხელის შეყწობას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.