საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის “რენო”-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომანქანაში მყოფი მგზავრის – ლევან ც-ს ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მანქანიდან გადმოსვლა სთხოვეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი გარეგნული დათვალიერებისას საქამრეში ცეცხლსასროლი იარაღი შენიშნეს, რომელიც არარეგისტრირებული აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ლევან ც. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია “მაკაროვი”-ს სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).