ელექტროენერგიის ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, საკონტროლო შესყიდვების პროცესში დაფიქსირდა არაერთი სამართალდარღვევა და, შესაბამისად, გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმები. თუმცა, ფორსმაჟორული ვითარების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები, რომლებიც 9-14 დეკემბრის პერიოდში გამოწერილ სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, გათავისუფლდებიან დაკისრებული ჯარიმისაგან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved