“მერაბიშვილს იქვე დაემუქრნენ, რომ როგორც მან მოყვა, პარტიულ თანამებრძოლებს მოგისვამთ გვერდზეო და ახლა უკვე ხვალ უგულავა დაიბარეს დაკითხვაზე. გიგი უგულავა უდიდესი ალბათობით არის “ნაციონალური მოძრაობის” ძლიერი კანდიდატი შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე. როცა ჩაიარა ვილნიუსის სამიტმა და სხვა მოვლენებმა, ახლა თვლიან, რომ ფანჯარა აქვთ შესაძლებლობების, რათა გაანადგურონ ან დაასუსტონ “ნაციონალური მოძრაობა” იმ კონკურენციაში, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ მოდის”, _ აღნიშნა ბოკერიამ.
ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადების სიმართლეში დარწმუნებულია.
“მე ვანო მერაბიშვილის მჯერა. დარწმუნებული ვარ, ის როცა იხსენებს დეტალებს, ამბობს სრულ სიმართლეს. ერთადერთი, ვინც თქვა, რომ მე არ მჯერა, მაგრამ სერიოზულად უნდა მივუდგეთ და გამოძიება იყოსო, წულუკიანი იყო. ეს მოხდა მანამ, სანამ სიგნალი იქნებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაცემული, რომელმაც თქვა, რომ ეს არის აბსურდი, ისე, რომ ეს არ შეეფერება სახელმწიფო მოღვაწეს. ისაუბრა ფსიქიატრებზე, წარმოთქვა აბსოლუტურად გიჟური და არანორმალური თეორიები. ეს არის ახალი ტალღა კიდევ უფრო თავზეხელაღებული მეთოდებით ოპოზიციის განადგურების მიზნით”, _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას აზრით, გამოძიებას მინიმუმ მთავარი პროკურორი და მისი გუნდი უნდა ჩამოცილდნენ. ფირები უნდა გასაჯაროვდეს. ამასთან, თუ აღმოჩნდა, რომ ფირები ფაბრიკაციაა და ვერ ქვეყნდება ეს ფირები, მაშინ კომისია უნდა შეიქმნას, რომელმაც კომპლექსურად უნდა გამოიძიოს საკითხი.