“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროს არანაირი ტენდერი არ გამოუცხადებია. თუ სამინისტროს რომელიმე ქვემდებარე უწყებას აქვს გამოცხადებული, ამას აუცილებლად მოვიკითხავ. ადრე იყო შემთხვევა, როდესაც დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი, ჯავახეთში ვიყავი როცა გავიგე და იმავე დღეს გავაუქმებინე,” _ განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, “სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურებს აქვთ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ბიუჯეტები, რომლებსაც, როგორც წესი, მითანხმებენ, თუმცა შეუძლიათ არც შემითანხმონ”.
“თავის ბიუჯეტს თვითონ განკარგავენ. სამინისტრო მხოლოდ პოლიტიკას განსაზღვრავს. ის რომ მე ყველაფერზე ვცემ პასუხს და ყველა საკითხში ვერევი, ჩემი სტილია და ასე ვაკეთებ, თორემ შეუძლიათ არც არაფერი შემითანხმონ.
კონკრეტულად რომელ დეპარტამენტს რა ტენდერი აქვს გამოცხადებული ეს ნამდვილად არ ვიცი და პასუხსაც ვერ გაგცემთ, მაგრამ არა მგონია ეს მართალი ინფორმაცია იყოს,” _ განუცხადა სუბარმა “გურია ნიუსს”.






























































