ავტომანქანები ძირითადად 2011-2013 წელს არის გამოშვებული და თითოულის ფასი 22 000-დან 55 000-მდე მერყეობს. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის საკრებულოდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-ს გამოითხოვა.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, თბილისის საკრებულოში ავტომანქანების დეფიციტი ფრაქციებად დაყოფამ გამოიწვია. საპარლამენტო არჩევნების შემედეგ საკრებულოს 9 ახალი ფრაქცია დაემატა, კანონის მიხევდით კი ფრაქციებს ავტომანქანა, მძღოლი და საწვავი ეკუთვნით.
ერთ-ერთი ძვირადღირებული ავტომანქანა, რომლის ყიდვასაც საკრებულო აპირებდა, 44 ათას ლარად შეფასებული „სედანია“. სატენდერო განცხადების მიხედვით ავტომანქანა არანაკლებ 2013 წლის გამოშვება უნდა ყოფილიყო.