გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველს უნდა დაესახელებინა “გურია“-ს სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც შეფასდებოდნენ ქულებით (განცხადებაში მიმითებული იყო მობილურის ნომერი, რომელზეც დარეკვის საშუალება ჰქონდა ყველა გულშემატკივარს). გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს: გაზეთმა “ლელომ“ და სპორტულმა ინტერნეტ საიტებმა “მსოფლიო სპორტმა“ და “geosport.ge“-მ, რადიო “STAR FM“-მა, ადგილობრივმა მედია-საშუალებებმა, გურიის ფეხბურთის ფედერაციამ, მწვრთნელებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ფეხბურთის სპეციალისტებმა და რიგითმა გულშემატკივრებმა. 150-მდე გამოკითხულის ხმები 17 დეკემბერს დაითვალა. ხმის დამთვლელმა კომისიამ აღმოაჩინა, რომ ხმა მიიღო ყველა ფეხბურთელმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გულშემატკივარს მთლიანი “გურია“-ს შემადგენლობა ძალიან უყვარს და აფასებს მათ თავდადებასა და თამაშს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ რჩეულები: ნახევარმცველი, კობა შალამბერიძე, ალექსანდრე კოშკაძე და მინდია ბობღიაშვილი. ქომაგი ქალბატონების პრიზი დაიმსახურა გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა თენგიზ ჩიკვილაძემ.
შედეგები გუშინ, კლუბ “ზესტაფონთან” თამაშის შემდეგ “ჩელე არენაზე” უნდა გამოეცხადებიათ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა. თუმცა, დღეს ს/კ “გურიას” პრესსამსახურმა “გურია ნიუსს” აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.