განცხადების მიხედვით, ხვალ, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით იქნა დაბარებული.
ასევე, ხვალ, 16:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ბუცხრიკიძე.
“საქმე ეხება გ. ღვინიაშვილის ქ. თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მომხდარ ალექსანდრე (სანდრო) გირვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, გარდაცვალებისა და ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, ხოლო კ. ბუცხრიკიძის შემთხვევაში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ა. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთა მიერ სასჯელის მოხდისას საპატიმრო დაწესებულების უკანონოდ დატოვებისა და მათთვის კანონით აკრძალული შეღავათების გაწევის ფაქტებს,” _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.