“ჩვენ მივაღწიეთ საგრძნობ წინსვლას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრთა მიერ ასპირანტი ქვეყნებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წინსვლა სათანადოდ აისახება ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებში და ჩვენ საშუალება მოგვეცემა, გავაღრმაოთ პარტნიორობა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების შესაბამისად. გვინდა ვაცნობოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ სარგებლის ნახვა ალიანსსა თუ ევროკავშირთან ურთიერთობების შედეგად. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ალიანსის ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უშიშროების ოპერაციებში. გარდა ამისა, ვილნიუსში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved