ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ემატებათ პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებსაც. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 4 200 ლარიდან 5 800 ლარამდე იზრდება, მისი მოადგილის – 3 300 ლარიდან 5 600 ლარამდე, სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარის 2 900 ლარიანი ხელფასი 5 300 ლარი ხდება. ორმაგდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ხელფასი და ის 2 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება.
რაც შეეხება საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა ხელფასებს, სასამართლოს თავმჯდომარეს 2 500 ლარიანი ხელფასი 4 600 ლარამდე ეზრდება. 2 400 ლარიდან 4300 ლარამდე იზრდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება, ხოლო რიგით მოსამართლეთა ხელფასი 2 300 ლარიდან 4 000 ლარამდე მატულობს.
ამ მხრივ არაფერი იცვლება რეზერვში მყოფი მოსამართლეებისთვის – მათი ანაზღაურებისთვის არის და რჩება 500 ლარი.