“შესყიდვის მეთოდი კი ასეთი იყო: ზემოთაღნიშნული 174 575 ლარიანი “ლექსუსის” სანაცვლოდ, მომწოდებელს (გამყიდველს) გადასცეს 2008 წლის გამოშვების იგივე მარკის „ლექსუსი“ (საბაზრო ღირებულებით 68 000 ლარი) და, დამატებით გადაუხადეს თანხა 106 575 ლარი, ანუ, რაც იყო სხვაობა გადაცემულ ძველ ჯიპსა და ახალი ჯიპის ფასებს შორის (174 575 – 68 000 = 106 575). მსგავსი შემთხვევა კი პირველად დაფიქსირდა, ანუ, ამ ღირებულების (174 575 ლარი) ავტომობილის შესყიდვა ახალი ხელისუფლების პირობებში,” _ ამ ინფორმაციას და დოკუმენტებს ფეისბუქის გვერდზე გიორგი ჩარხანია ავრცელებს.
ფოტოები მოპოვებულია “ლექსუსის” ოფიციალური ვებ-გვერდიდან – lexus.com