როგორც გუბერნატორის მოადგილემ “გურია ნიუსს“ უთხრა, შეხვედრაზე იქნება სახელმწიფოს მიერ შექმნილი ახალი შრომის ბაზრის მართვის სისტემის პორტალის პრეზენტაცია, რომელიც დასაქმების კუთხით იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
“მე აქ ჩამოვედი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელ ვასილ ხომერიკთან ერთად, რათა მოვაწყოთ პრეზენტაცია. მოკლედ გეტყვით რა ხდება ამ პროგრამაში: შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დასაქმებულს, დაუსაქმებელს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეიყვანოს CV-ის სახით თავისი მონაცემები, შესაბამისად ეს ბაზა ინახება პორტალზე, რომელიც შეიქმნა. 2014 წლის აპრილიდან ეს მონაცემები გამოქვეყნდება და დამსაქმებლები დაინტერესდებიან ამით.
დასაქმების კუთხით, ამ პორტალის შექმნის სახით იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიროვნება ვინც შეავსებ CV-ს და განათავსებს თავის მონაცემებს პორტალზე, აუცილებლად დასაქმდება, ამას გადაწყვეტს თვითონ დამსაქმებელი,” _ უთხრა ჭანუყვაძემ “გურია ნიუსს”.