https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მალხაზ სონღულაშვილი პრეზიდენტს საახალწლო საჩუქრად “კრიტიკულ სოლიდარობას” სთავაზობს

11:12; 27.12.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“თქვენო აღმატეულებავ,

ამ წერილით მინდა გამოვეპასუხო თქვენს გამოხმაურებას ჩემს შენიშვნაზე შობის მილოცვათან დაკავშირებით.

არ დაგიმალავთ, ვერც მე და, ვფიქრობ, ვერც ბევრი სხვა ადამიანი, ვერ წარმოვიდგენდით ასეთ ადეკვატურ რეაქციას ქვეყნის პრეზიდენტისაგან. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენში როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი დიალოგის კულტურა კონფრონტაციულ ქარგაზეა მოჭრილი. თქვენ ამ ქარგას გვერდი აუარეთ, რითაც შექმენით ადამიანური დიალოგის პრეცედენტი ჩვენს რეალობაში. მადლობა ამისთვის.

მე მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმაც ისწავლონ დიალოგში მონაწილეობა ასეთი გზა, რომელიც განსხვავებული აზრისადმი და შენიშვნისადმი ყურის დაგდებას გულისხმობს.

ხუთი წელი ოქსფორში მუშაობის შემდეგ, საქართველოში რომ დავბრუნდი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს ის ქვეყანა აღარ იყო, საიდანაც წავედი. ბერძენი ფილოსოფოსისა არ იყოს, “მდინარეში ორჯერ ვერ შედგამ ფეხს”. ამ ხუთ წელიწადში მეც შევიცვალე და ჩემი სამშობლოც.

პირველი ის, რაც თვალში მეცა შინ დაბრუნებულს, ეს იყო სოციალურ-პოლიტიკური ანტაგონიზმისა და ფობიების კორიანტელი. რაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოება დანაწვრებულია და დასნეულებული.

დღეს დილას ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: “ჩვენ ადამიანები, ცოდნისა და სიყვარულისთვის ვიბადებით, მაგრამ როგორი დასანანია, რომ ჩვენი უმეტესობა ამ სოფლიდან ისე მიდის, რომ ვერც ერთს ეზიარება და ვერც მეორესო.’ როგორი მწარე სიმართლეა!!! გამომდინარე თქვენი პასუხიდან ჩემს შენიშვნაზე, მინდა დავიჯერო, რომ თქვენ თქვენს მცდელობას არ დააკლებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეზიაროს განათლებასა და სიყვარულს.

ჩემის აზრით, ადამიანი დაიღალა ამდენი კინკლაობისა და ქიშპობის ყურებით. იქნებ, სამხრეთ აფრიკის გამოცდილების მსგავსად, ჩვენმა ქვეყანამაც გეზი “სიმართლესა და შერიგებაზე აიღოს”. რევანშიზმი და ოპორტუნიზმი ჩვენ ქვეყანას ვერ გააერთიანებს. გაერთიანება კი ჰაერივით სჭირდება დღეს მთელ ჩვენს საზოგადოებას და მის თითოეულ წევრს. სიმართლე უნდა ითქვას, რათა უსამართლობა დაგმობილ იქნას, მაგრამ პატიება უნდა გაიცეს, რათა სამართლიანობის დაცვა სინდისის საქმედ იქცეს ჩვენში და არა შიშისა, რათა ყველამ ბრალეულმა და მსხვერპლმა ერთმანეთს აპატიონ და თავიანთი ნიჭები ერთად წარმართონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველანი ხომ ადამიანები ვართ და ამიტომ დაცულები არა ვართ შეცდომებისაგან. შეცდომის აღიარება ადამიანს აღამაღლებს და არ დაამდაბლებს. ნეტა ყველას შეგვეძლოს ამ აზრის გათავისება!

ადამიანის დევნა დევნას ბადებს, პატიება-პატიებას, დაპირისპირება დაპირისპირებას. მოჯადოებული წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაირღვეს. დანაწევრებული საზოგადოება უნდა გამრთელდეს.

ცხადია, გაერთიანება უნდა მოხდეს არა ერთგვაროვნების, არამედ მრავალფეროვნების დროშის ქვეშ. ჩვენ ხომ რუსთველისა და ვაჟას ქვეყანა ვართ, სადაც მრავალფეროვნებას კი არ უნდა დავტიროდეთ, არამედ უნდა ვზეიმობდეთ.

ქვეყნის გამრთელების მცდელობაში, ჩემი აზრით, თქვენი მთავარი მოკავშირე იქნება ჯანსაღი სეკულარიზმი, რომლისაც ასე ეშინიათ ჩვენში. სეკულარიზმის საპირწონედ ჩვენში რელიგიას ისე ეკეკლუცებიან პოლიტიკოსები და სხვანი, თითქოს იგი დაცლილი იყოს ნაკლისაგან. ჩემის აზრით, ეს ისეთივე პრობლემაა საქართველოსთვის, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ერთად აღებული.

რელიგია ღმერთისკენ მიგვითითებს, მაგრამ მას აქვს ადამიანური მხარეც: ყველა რელიგიას აქვს თავისი მრწამსი, რელიგიური პრაქტიკა, რიტუალები, წეს-კანონები, რაც რელიგიისთვის საშუალებას წარმოადგენს და არა მიზანს. მისი მიზანი კი ის არის, რომ იგი ემსახუროს სიყვარულს, სამართალს, თავისუფლებას, პატიებას და განსხვავებულ ადამიანთან სოლიდარობას. ხოლო როცა საშუალება მიზნად იქცევა, მაშინ რელიგია სიყვარულის მაგივრად უყვარულობას ემსახურება, სამართლის მაგივრად – უსამართლობას, თავისუფლების მაგივრად – მონობას, პატიების მაგივრად – უპატიებობას, სოლიდარობის მაგივრად – ულმობლობასა და სისასტიკეს. სამწუხაროდ, რელიგიით და რელიგიებით მანიპულირების პრაქტიკა უკვე ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ერთნაირად აზიანებს, როგორ სახელმწიფოს, ისე რელიგიას.

იმედია ამას, რასაც ახლა ვამბობ, მენტორული ტონით დაწერილად არ აღიქვამთ, რადგან მე მხოლოდ იმის გაზიარება მინდოდა, რაც მე მაწუხებს, როგორც ამ ქვეყნის უბრალო მოქალაქეს.

ამ წერილს მინდა კიდევ ერთხელ მოვუსართო ჩემი საახალწლო მოლოცვა და გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის სულიერი და კულტურული გამთლიანების საქმეში.

შობა-ახალი წელი არ მინდა “ცარიელი ხელით” მოგილოცოთ. საჩუქრად მინდა აღგითქვათ ჩემი კრიტიკული სოლიდარობა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების მცდელობაში,” _ წერს სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტს.

შეგახსენებთ, რომ თეოლოგიის დოქტორმა მალხაზ სონღულაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კათოლიკეებისთვის შობის მილოცვასთან დაკავშირებით ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა.

“იმ ქრისტიანების სახელით, ვინც დღეს შობას ზეიმობს და ვისაც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შობა არ მიულოცა, მინდა პრეზიდენტს მოვულოცო მაცხოვრის შობის დღესასწაული და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში. დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აღმოაჩნდა მრჩეველი, რომელიც მას აუხსნიდა, რომ 25 დეკემბერი მარტო “კათოლიკეების შობა” კი არ არის, არამედ მთელი პროტესტანული სამყაროსი და ასევე მართლმადიდებელთა დიდი ნაწილისაც (ცხადია, რუსეთის ორბიტის ეკლესიების გამოკლებით),” _ ნათქვამია სონღულაშვილის წერილში.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სონღულაშვილს უპასუხა. მისი განცხადებით, გაეცნო მალხაზ სონღულაშვილის წერილს, სადაც ის წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ პრეზიდენტის 25 დეკემბრის საშობაო მილოცვაში მხოლოდ კათოლიკენი არიან მოხსენიებული.

“სრულად ვიზიარებ მის შენიშვნას. იმედი მაქვს, ბატონი მალხაზიც და საზოგადოებაც დამეთანხმება, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ დასანან გაუგებრობასთან. ვიმედოვნებ, ეს გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს ჩემს პატივისცემას ყველა კონფესიის მოქალაქისადმი. ყველას, ვინც 25 დეკემბერს იზეიმა მაცხოვრის შობის დღესასწაული, გულწრფელად და სიყვარულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს,” _ ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც “ფეისბუქის” მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026

"არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ ვაწყობდით..."

შალვა ფიფიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიში მოისმინა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო