_ არადა, რა ძალიან თვალნათელია ყველაფერი ის, რაც ხდება. ხშირად გააზრებაც კი არ სჭირდება, პირდაპირ დევს თვალსაჩინოდ და მარტივად. აი დაახლოებით ასე… რამდენი ხანი შეიძლება “არ” დაინახო ბატონი ავთანდილი, სოსო ჯაჭვლიანი. თუნდაც, აგერ ეს, შიხიაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარეს – საკრებულოს სხდომის დროს ჩაეძინა. არა, თუ ხვდებით რა ხდება? როგორ კიდია ტიპს მე შენ გეტყვი, მთელი ღამე რაიმე ტიპის შრომაში ექნება გათენებული.
აი რა საქმე შეიძლება ჰქონდეს ახლა ამას, თანაც ღამით?! დაზიანებულ წყალსადენზე იქნებოდა თუ კანონშემოქმედებაში დაათენდებოდა?! ხო შანსი არაა?! ჰოდა, სხდომის წინა ღამით მაინც დაიძინე “Homo sapiens“-ო. თუმცა, ეს ყველაფერი, მყისიერად ბავშურ თამაშად გეჩვენება, როგორც კი გახსენდება, რომ ეგ კი არა, ქვეყანაში მთავარი პროკურორი გვყავს კარგ, სამართლიან, ევროპულ, მიუკერძოებულ სასამართლოს მიერ დადგენილი ყაჩაღი, _ წერს გოგა ხაჩიძე.