შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელი მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იყო. ამ ერთი წლის მანძილზე მაქსიმალურად შევეცადეთ და ძალისხმევა არ დავზოგეთ, რომ პრიორიტეტად დაგვესახა სოციალური ფონის გაუმჯობესება და შესაძლებლობების ფარგლებში, მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა.
გასულ წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გახორციელდა, რითაც ოზურგეთი საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მუნიციპალიტეტი გახდა. დამეთანხმებით, ეკონომიკური სიძლიერე და სამუშაო ადგილების შექმნა წარმოუდგენელია გამართული ინფრასტრუქტურის გარეშე და ჩვენც აქცენტი სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ამ მიმართულებით.
გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეები მეტის გაკეთებას მოელიან. ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაც სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ მომავალი წლები კიდევ და კიდევ უფრო უკეთესი გახდეს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქასა და სულიერ სიმტკიცეს!
კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი