https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას პასუხობს ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელი ლანჩხუთის გამგებლის მოადგილეს

15:12; 31.12.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ აქციას მწვავე რეაქცია მოჰყვა კოალიცია “ქართული ოცნების” მოქმედი ლიდერებისგან: “ვფიქრობ, რომ ეს არაკომპეტენტურობის და უვიცობის მაჩვენებელია, რადგან ასეთი ფორმით აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ვიღაც თანამდებობაზე დაინიშნოს. არ მგონია, ბორის ჭყონიამ არ იცოდეს ამის შესახებ. აქედან გამომდინარე, კაცი, რომელიც ვერ ერკვევა თვითმართველობებში, არ მგონია, ლანჩხუთს გამგებლად გამოადგეს!” _ აცხადებს გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი.

“სკამების მაძიებლებმა თავი დაანებეთ იმიტაციის შექმნას, თითქოს ხალხი გითხოვთ. სულ რაღაც ექვს თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მასში მონაწილეობა. ამ ყინვაში ხელმოწერების შეგროვება უზნეობაა და მეტი არაფერი. თუ საჭიროდ ჩათვლის საზოგადოება, თვითონ მოგნახავთ,” _ წერს კოალიციის ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი ელგუჯა ჩხაიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭყონიას “ქართული ოცნება” უჭერდა მხარს. თუმცა, მოგვაწოდეს “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის ბიუროს განცხადება, სადაც ეს ინფორმაცია უარყოფილია: “უკანასკნელ პერიოდში, რაიონის მოსახლეობაში, გარკვეული პირები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა ბიურომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად რეკომენდაცია გაუწია ბატონ ბორის ჭყონიას, რაც სიმართლეს არ შეეფერება. მიუხედავად ბატონი ბორისის დიდი პატივისცემისა, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის ბიუროს ეს საკითხი არც განუხილავს და ბუნებრივია, არც რეკომენდაცია არ გაუცია. პ/პ “ქართული ოცნების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ბიურო,” _ ნათქვამია განცხადებაში.

ამის პარალელურად, გამგებლობის კანდიდატი ბორის ჭყონია “გურია ნიუსს”ს საკმაოდ ხმაურიან ინტერვიუსაც აძლევს და მოქმედ გამგებელს “მისსავე მოედანზე” უტევს _ “გურიას” სპონსორს ვუშოვი და ბიუჯეტიდან კი არ დასჭირდება კლუბს ფული, ინვესტორი მოიტანსო. ზაზა ურუშაძე სწორედ “გურიასთან” დაკავშირებით ამბობდა, რომ გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებდა. მართალია, ამჟამად კლუბი ფინანსურ კრიზისშია, მაგრამ გუნდი მოწინავე ადგილებზეა.

ამასობაში ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი შაქრო ბარამიძე. მოტივი სამსახურის უფროსის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებითი ბარათი იყო, სადაც წერია, რომ ბარამიძე სისტემატურად აცდენდა სამსახურს. თუმცა, ბარამიძე ამბობს, რომ სამსახურს არ აცდენდა.

შაქრო ბარამიძე ბორის ჭყონიას სიძეა. რა თქმა უნდა, ეჭვები რჩება. თუ ბარამიძე სამსახურს აცდენდა, ხომ შეიძლებოდა მისი გაფრთხილება? სხვათა შორის, ანალოგიური ვითარება წინა ხელისუფლების დროსაც შეიქმნა, როცა სამსახურიდან ადამიანი “ცუდი მუშაობისთვის” გაუშვეს, როცა იმ თვეში პრემია ჰქონდა მიღებული. დაგვიანებისთვის, “ფეიქსბუქსა” და “ოდნოკლასნიკებში” “ძრომიალისთვის” სამსახურიდან რომ არავის უშვებენ, ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომაც მოჰყვა რიგითი სამსახურიდან ადამიანის გათავისუფლებას სკანდალი.

თუმცა, ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური მომენტი გამორიცხულია და გათავისუფლება სამართლიანად მოხდა. ისე, ყველაზე მეტად სწორედ გამგებელს არ უნდა “აწყობდეს” უნდა მთავარ კონკურენტისთვის პიარის გაკეთება.

ლანჩხუთის გამგებელი აცხადებს, რომ ბოლო დროს მის შესახებ მცდარი ინფორმაციები ვრცელდება, თითქოს პროკურატურაში იბარებენ და ა. შ.: “ყველა მინდა დავამშვიდო, რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ, პროკურატურაში მისასვლელი ვიყო. მე მშვიდად ვაგრძელებ საქმიანობას. ლანჩხუთში იმდენი პროექტი ხორციელდება, რამდენიც კომუნისტების მერე არ გაკეთებულა. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და აქაც რომ არ ვიყო, ლანჩხუთს ყურადღებას არ მოვაკლებ” _ აცხადებს ურუშაძე.

მისი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი “გახურებული თავების გაგრილებაზე” საუბრობს და ქვას აშკარად იმათ ბოსტანში ისვრის, რომლებიც ჭყონიას კანდიდატურას უჭერენ მხარს. ზენაიშვილი ხმაურიან განცხადებასაც აკეთებს _ ის ამბობს, რომ ჭყონიას საგამგებლო ამბიციების უკან “გურიის” ვეტერანი ფეხბურთელები დგანან. საუბარია დავით უგრელიძეზე, მერაბ თევზაძესა და კობა მჟავანაძეზე. ეს ხალხი საპარლამენტო არჩევნებში თემურ ჩხაიძეს და “ქართულ ოცნებას” უჭერდნენ მხარს და კამპანია ლანჩხუთში ჩაატარეს. ზენაიშვილი ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელ დავით ცინცაძესაც მოიაზრებს ჭყონიას მხარდამჭერთა შორის: “ეს იყო დიდი გარიგება პრინციპით _ ხელი ხელს ბანს: დავით ცინცაძეს უნდა დახმარებოდნენ გიორგი უშიკიშვილის ადგილზე დანიშვნაში და ცინცაძე ლანჩხუთში ჭყონიას დაეხმარებოდა გამგებლობაში. სხვათა შორის, ცოტა ხნით ადრე ცინცაძე ვნახე ერთ-ერთ შეხვედრაზე ლანჩხუთში, როგორ საუბრობდა ჭყონიაზე, თითქოს ამ კაცს გადაერჩინოს ფოლკლორი ლანჩხუთში,” _ აცხადებს ზენაიშვილი.

როცა “შავნაბადას” ხელმძღვანელ დავით ცინცაძეს დავუკავშირდით და ავუხსენით, თუ რაზე გვსურდა მისი კომენტარი, გაკვირვებულმა გვკითხა, ხუმრობთ თუ ყოველივეს სერიოზულად ამბობთო. ამის შემდეგ ის დროს ითხოვს და თავად უკავშირდება ვახტანგ ზენაიშვილს, რის შემდეგაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ასე აღელვებული კომენტარის მიცემისას არ ვყოფილვარ. “ბი ბი სის” 6 ინტერვიუ მივეცი და არც მაშინ. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ზაზა ურუშაძე გამგებელი გახდა, მე მას კულტურის თემაზე ვესაუბრე, თუ რის გაკეთება შეიძლებოდა და ეს ჩემგან იყო მხოლოდ რჩევა. ახლაც, როცა ბორის ჭყონიას აქვს ლანჩხუთთან მიმართებით კარგი წინადადებები, რატომ არ დავუდგე გვერდით? ნებისმიერი ადამიანის გვერდით ვარ, ვინც ლანჩხუთისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს! ჩემს მშობლიურ რაიონთან მაქვს მორალური პასუხისმგებლობა და ყოველთვის ვეცდები, მას დავეხმარო. თუ ვინმე ჩემს გამოყენებას პირადი მიზნით შეეცდება, რა თქმა უნდა, მე გვერდით გავდგები. თუ 22 დეკემბრის შემდეგ ვინმე ფიქრობს, რომ მე ვიქნები ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, სულ მცირე პოლიტიკურ სივრცეს აცდენილია, მისი საქმე პოლიტიკა არაა და არც სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გააჩნდეს, რადგან ეს თანამდებობა უკვე დაკავებულია. ამ განცხადებას კი ვახტანგ ზენაიშვილი 27-ში აკეთებს. ეს გულისხმობს, რომ მან არ იცის საკუთარ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. ის აზრს, რომ მე ამის გამო ვინმეს რამეს გავუკეთებ და ბინძურ თამაშებს ვითამაშებ, ეს მათი “ბინძური” აზროვნების ნაყოფია. რაც შეეხება ჩემს აქტიურ გამოჩენას ლანჩხუთში, ეს 2008 ცლიდან დაიწყო, როცა მე ჩავთვალე, რომ შემეძლო რამე დადებითი გამეკეთებინა ჩემი მშობლიური რაიონისთვის და ეს ლანჩხუთის კულტურული ცხოვრების ბოლო 5-წლიანი ისტორიაცაა ყველა სიკეთესთან ერთად _ ლანჩხუთში გავხსენი სალოტბარო სასწავლებელი, ანსამბლი “მხედრები” გავუშვი საფრანგეთსა და ჩინეთში, გამოვეცი ლანჩხუთელი ლოტბარის ბიოგრაფიული წიგნი, ასევე, ბრიტანეთში დაცული აკეთელი ხუხუნაიშვილების 1900-იანი წლების მსოფლიოში პირველი ჩანაწერები (ანზორ ერქომაიშვილთან ერთად), 40-კაციანი დელეგაციის სტუმრობა საფრანგეთიდან, უამრავი საკონცერტო ღონისძიება და ა. შ., ბევრიც არ მახსენდება. ეს ყველაფერი უსასყიდლოდ მოხდა და სხვაგვარად არც მაქვს სურვილი ლანჩხუთთან მიმართებაში. ლანჩხუთის სასარგებლოდ მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან, როგორც შემეძლება, ჩემი პოვნა არ არის რთული… გამგებლის თანამდებობა არ არის არჩევითი და და მე ამით ბორისს ვერ მოვიყვან გამგებლად, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. არჩევითიც რომ იყოს, მე არ ჩავერეოდი, რადგან საზოგადოებას უნდა მისცე არჩევანის თავისუფლება. კიდევ ვიტყვი, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც ხდება ჩაწყობები და მე ასე ვაპირებ ფოლკლორის ცენტრის დირექტორობას, რომელიც უკვე დაკავებულია, ეს მისი ხედვაა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ,” _ აცხადებს დავით ცინცაძე.

თავის მხრივ ვახტანგ ზენაიშვილიც დაგვიკავშირდა და აღნიშნა, რომ ზემოთ ნახსენები განცხადება რამდენიმე დღის წინანდელ სიტუაციას ეხება, თუმცა, ფოლკლორის ცენტრთან დაკავშირებით “რაღაცები კიდევ ხდება”.

ბორის ჭყონიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს “ქართული ოცნების“ ლანჩხუთელ აქტივისტს ნუგზარ ცინცაძეს: “პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს დეპუტატი თემურ ჩხაიძე, სწორედაც რომ მის გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს, რადგანაც მას ხმა ლანჩხუთელების 80%-მა მისცა. რაც შეეხება ბორის ჭყონიას პიროვნებას, ეს ადამიანი ცდილობს შემოვლითი გზით მოვიდეს გამგებლად. ჩვენ აქ ვიბრძოდით, თუ მას რამე ინტერესი აქვს, პირველ რიგში დეპუტატი უნდა ჩააყენოს საქმის კურსში, ასევე საზოგადოება. დადის და აგროვებენ ხმებს მის სასარგებლოდ. ასეთი საუბარიც იყო, თითქოს “თბილისის ოცნებამ“ გადაწყვიტა, არ მინდა სახელები და გვარები დავასახელო. იყო მათი მხრიდან გამოხმაურება, გუშინაც იყვნენ ჩემთან მოსულები და თქვეს, რომ მის კანდიდატურას მხარს “თბილისის ოცნება“ უჭერს. რას ნიშნავს ეს, ჩემთვის გაუგებარია. აქ, ლანჩხუთში პარტიაცაა, ოცნებაცაა, საზოგადოებაცაა. ვინც ერთად ვიდექით, შევიკრიბებით და სწორედ ჩვენთვის მისაღები ვინც იქნება, იმას გადავწყვეტთ. ზაზა ურუშაძის მიმართ სამდურავი არ გვეთქმის, მუშაობს პატიოსნად, მე ვამბობ იმას, რაც სიმართლეა,” _ ცინცაძის ეს კომენტარი “გურია ნიუსმა” უკვე შემოგთავაზათ.

ჩვენ კომენტარისთვის გამგებლობის კანდიდატად მოაზრებულ ბორის ჭყონიას დავუკავშირდით:

_ ბატონო ბორის, თქვენი სიძის გათავისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად თვლით?


_ მე არ ვიცი, ეს რა პოლიტიკაა. საერთოდ უსაფუძვლოდ მოხსნეს. რას ერჩოდნენ, არ ვიცი…


_ თქვენ გამგებლობის კანდიდატად მოიაზრებით, თუმცა, კოალიციის ადგილობრივი ოფისი მხარს არ გიჭერთ. მართალია, რომ “ქართული ოცნების” თბილისის ჯგუფი გიჭერთ მხარს?


_ ეს არის მცდარი ფორმულირება, არაფერ მსგავსზე საუბარი არ არის.


_ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ დავით ცინცაძეს უშიკაშვილის ადგილზე დანიშვნაში უნდა დახმარებოდით, სამაგიეროდ, ის ლანჩხუთის გამგებლად გახდომაში დაგეხმარებოდათ…


_ ეს არის ტყუილი. დათო არც იცნობს იმ ადამიანებს. ამასთან, მას სთავაზობდნენ იმ ადგილს და თავად თქვა უარი. დათო რა შუაშია, ვერ ვხვდები? ასეთი ტყუილი როგორ შეიძლება?!


_ რატომ არ იყო დაპატიჟებულით ფესტივალზე ადგილობრივი ხელისუფლება?


_ ერთ-ერთ შეხვედრაზე გაკეთდა ანონსი, რომელსაც ვახტანგ ზენაიშვილიც ესწრებოდა. მეტი რა გვექნა? ინფორმირებული იყვნენ.


_ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ არანაირი სპონსორები “გურიასთან” დაკავშირებით არ გყავთ. ვერ დაგვისახელებთ გვარებს?


_ ამ ეტაპზე, ვერა. თუმცა, ტყუილია თუ სიმართლე, ეს მალე გამოჩნდება.

ჩვენთან საუბარში დავით უგრელიძე აცხადებს, რომ ბორის ჭყონიას მხარს უჭერს, თუმცა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ ერევა: “მე არ ვარ პოლიტიკაში და როგორ უნდა ჩავერიო? თუ პიროვნულად მაქვს ავტორიტეტი და ვინმეს დასჭირდება ჩემი მხარდაჭერა, ეს სხვა საკითხია. დიახ, ბორის ჭყონიას ვუჭერ მხარს და თუკი ვინმე მკითხავს, ასევე მეგობრებთან და ნაცნობებთან ვიტყვი, რომ ის არის პატიოსანი კაცი და გამოადგება ლანჩხუთს. ჩვენ არც წინა შემთხვევაში ჩავრეულვართ ვინმეს დანიშვნაში და ახლაც არ ჩავერევით. უბრალოდ, როცა საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ლანჩხუთელებს პირობა მივეცით, რომ რაიონის წინსვლისთვის ყველაფერს გავაკეთებდით. არ მგონია, ლანჩხუთში ის სასიკეთო ძვრები იყოს, რასაც ხალხს ვპირდებოდით…” _ გვითხრა მან.

ფოტო: http://church.ge/index.php?showtopic=438&mode=threaded&pid=23145

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დაკარგული მამაკაცი გურულმა მაშველებმა იპოვნეს

საქართველოს მთავარი პროკურორი, შესაძლოა, პაატა შავაძე გახდეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13.01.2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13.01.2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო