https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თბილისის ომის” შემდეგ ქართველებს ისე “კარგად” არც ერთ ომში არ უომიათ…”

10:01; 5.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ თბილისის ომიდან 22 წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით იმდროინდელ მოვლენებს?

მაიზერ გელოვანი:

_ ეს არის ჩვენი ისტორია. ეს არის ის, რაც გადაიტანა ჩემმა თაობამ. ჩემი თაობა ქარცეცხლიან საქართველოში ცხოვრობდა, “თბილისის ომი” არის ის, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სიმართლე მოვუთხროთ ჩვენს მომავალ თაობას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 1991-1992 წლებში საქართველოში. ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. მე არ ვდებ თავს ისტორიკოსობაზე, მაგრამ იმ დროინდელი მოვლენების უშუალო მონაწილე ეროვნული გვარდიის ოფიცერი ვარ და ჩემი თვალით ვნახე ის უბედურება, რაც დატრიალდა საქართველოში. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სამხედრო გადატრიალების შედეგად მოხდა ყოველივე შემდგომი უბედურებები, რაც თავს დაატყდა ჩვენს სამშობლოს.

თბილისის ომის დროს ეროვნული გვარდიის ახალციხის მეცხრე ბატალიონში ვიყავი ოცმეთაური. ომის დაწყების წინაპირობა მოსკოვში 19 აგვისტოს მოვლენები გახდა. გვარდია ამ დროს ყალიბდებოდა და თანაც ძალიან კარგად. იყო ენთუზიაზმი, სამშობლოს სიყვარული, მთავარსარდლის უდიდესი სიყვარული ჰქონდა ხალხს და ეს გვარდიის ჩამოყალიბების პროცესში აშკარად ჩანდა. ჩვენი ბატალიონის მეთაური იყო გივი ფარადაშვილი, შტაბის უფროსი ნუკრი შალამბერიძე, ორივე ძალიან პატრიოტი ადამიანი იყო. 19 აგვისტომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 20 აგვისტოს ღამით წამოგვიყვანეს რკონში, გვითხრეს წვრთნებზე მიდიხართო. სინამდვილეში კი თურმე რუსეთიდან ყოფილა განცხადება გაკეთებული -საქართველოს არა აქვს უფლება გვარდია შექმნას, ამიტომ, ვურჩევთ დაშალოსო. ამ დროს ზვიად გამსახურდიამ ფანდი იხმარა და გვარდია დროებით შინაგან ჯარად გადააკეთა, რითაც გვარდია გადაარჩინა. ამას მოჰყვა დიდი განხეთქილება, კიტოვანი გადაუდგა პრეზიდენტს. როცა ჩვენ წამოგვიყვანეს რკონში, თურმე სწავლებები კი არა, გვარდია გადაუდგა მთავარსარდალს და ამიტომ წამოგვიყვანეს.

ჩვენ გვითხრეს, რომ საველე პირობებში მივყავდით და ამას ჯარისკაცები ჩვეულებრივად შეხვდნენ. გადაგვიყვანეს რკონის ხეობაში, სადაც თავი მოუყარეს საქართველოში არსებულ ყველა ბატალიონს. ერთადერთი ზუგდიდის და სამტრედიის ბატალიონი არ ჩამოვიდა.

_ რატომ?

_ როგორც მოგვიანებით გავიგე, მათ ჰქონდათ ინფორმაცია სინამდვილეში რაც ხდებოდა.

_ რა ხდებოდა რკონში?

_ ჩაგვიყვანეს რკონში, საჭმელი-სასმელი იყო, კაი ბუნება, კარგი პირობები, ვვარჯიშობდით და ვიყავით. იქ ტაქტიკური ვარჯიში არ იყო, ჩვენ ვვარჯიშობდით ჩვენ თავად. საინფორმაციო ვაკუუმში ვიყავით, ჩაიკეტა ყველა შემოსასვლელი, მხოლოდ ერთი მხრიდან იყო შემოსასვლელი. დაახლოებით ერთ კვირაში ჯარისკაცების მშობლებმა დაიწყეს მოსვლა და დაძაბულობის ელემენტი მაშინ ვიგრძენი პირველად. ხალხი კითხულობდა, რატომ გადაუდექით პრეზიდენტსო, ბოლოს კი შემოსვლა უნდოდათ ბაზაზე და ჩვენ ვაკავებდით მათ. სწორედ მათგან გავიგეთ, რაც მოხდა სინამდვილეში და გვარდიაში ჩოჩქოლი ატყდა. ამ დროს ჩამოვიდა კაკო ასათიანი, მან გვითხრა, ნუ გეშინიათ არაფერი გემუქრებათ, არავინ აუქმებს გვარდიასო. ყველაფერი ნათელი როცა გახდა ჩვენთვის, სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ბევრი თავისით წამოვიდა რკონიდან თბილისში და შეუერთდა ზუგდიდის ბატალიონს, რომელიც მთავრობის სახლთან იდგა. ახალციხის ბატალიონი მთლიანად ჩამოვიდა თბილისში, ახლადჩამოსულებს ამრეზით გვიყურებდნენ ქობალიას ხალხი. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ არ ვიყავით მოღალატეები, ისინი ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. მოკლედ ზუსტად ისეთი მდგომარეობა იყო, როგორიც ახლაცაა, ყველაში ეძებდნენ მოღალატეს, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო.

_ რა ხდებოდა მაშინ თბილისში?

_ თბილისი, უფრო სწორად რუსთაველის პროსპექტი მიტინგების ადგილად იყო გადაქცეული, ერთდროულად, ერთ ქუჩაზე რამდენიმე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანთა ჯგუფები ატარებდნენ მიტინგს. რუსთაველზე ერთი საათი რომ გევლოთ, რამდენჯერმე შეგეცვლებოდათ პოლიტიკური შეხედულება. გია ჭანტურიას მიტინგიდან პირდაპირ თემურ ჟორჟოლიანის მიტინგზე გადახვიდოდით “უსაშვოდ”, შემდეგ წერეთლის და ბოლოს გამსახურდიას მიტინგზე მოხვდებოდით. არ ვამართლებ მე ამას, მთავრობა აქციებით არ უნდა იცავდეს თავს.

_ ჯარი სად იყო ამ დროს?

_ ჯარი ამ დროს იდგა ოპოზიციისა და მთავრობის შუაში. 1991 წლის ოქტომბერში მოხდა პირველი შეტაკება, მაშინ ჯარმა გავწმინდეთ იქაურობა. სროლას რაც შეეხება, რუსთაველზე 21 დეკემბრის საღამომდე არ გავარდნილა ტყვია. 21-ში საღამოს ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ორივე მხარეს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, შუაში ვიდექით ჩვენ. ოპოზიციის მხრიდან ადამიანები შეეცადნენ ჯარის ნაწილებში შემოსულიყვნენ. კარგად მახსოვს, როგორ გვაგინებდა ჯარისკაცებს ვანო ხუხუნეიშვილი, მონებს გვეძახდა! ისე დაიძაბა სიტუაცია, ხალხის ნაკადი ვერ შევაჩერეთ. ორი ნაკადი ერთმანეთში აირია. ამით ცოტა განიმუხტა სიტუაცია, იმ მომენტში დაწყნარდა ვითარება, მაგრამ მოგვიანებით, რამდენიმე საათში ჩაიკეტა ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით გზა. ოპოზიციის მხარემ მოიყვანა სატვირთო მანქანები და მთავრობის ჩაყენებული ავტობუსები ამ მანქანებით გაათრიეს. ასეთ დაძაბულობაში დაგვათენდა თავზე. ამ დროს კიტოვანი იყო ზღვაზე. ჯერ ცირკთან იყო დაბანაკებული, შემდეგ ზღვაზე გადავიდა. მერე იყო ასეთი სიტუაცია, კიტოვანის ხალხი გამსახურდიას ხალხზე ნადირობდა. ვისაც კი დაიმარტოხელებდნენ აყავდათ ზღვაზე, ცემდნენ და ცოცხალ-მკვდარს გამოუშვებდნენ იქიდან. ერთი ჩემი მეგობარია დათო წოწკოლაური, მუხროვანზე ერთად ვმსახურობდით, დათო ამ დროს ჯარისკაცი იყო, დაუჭერია კიტოვანს ხალხს და ისე უცემიათ, კარგა ხანს ფეხზე ვერ დგებოდა თურმე. 22 დეკემბრის გამთენიისას ისევ ორმხრივი მიტინგი ტარდებოდა, ლევან ღვინჯილიას მიჰყავდა ძირითადად ოპოზიციის მიტინგი, აქით გურამ პეტრიაშვილს. გათენებისას 6-7 საათისთვის გავარდა პირველი ტყვია. მე დავინახე პირველი ტყია ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოვიდა. ეს მე რაც დავინახე და მანამ თუ გავარდა კიდევ სადმე ტყვია, არ ვიცი. პირველ ტყვიას ზარბაზნის ქუხილი მოჰყვა. ქაშუეთის ეკლესიიდან ნასროლი ბომბი ააცილეს მთარობის სახლს და მთაწმინდის დასახლებაში ჩავარდა.

_მთავრობა გაიქცა?

_მთავრობა კი არ გაიქცა, წავიდა. გასვლის დროს ახალციხის და თბილისის სპეცდანიშნულების პოლკი მიჰყვებოდა ესკორტს წინ, გზას ვუკვალავდით. მეტეხის ხიდთან ჩასაფრებაში მოვყევით. პიკეტი იყო, ჩვენი კოლონა გაჩერდა, არ ვიცოდით ვინ იყვნენ. ისე იყო არეული სიტუაცია, ვინ ვისი მომხრე იყო მხოლოდ ტყვიის გასროლის შემდეგ გაიგებდი. ზედ ხიდზე გაჩერდა კოლონა, ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტი დასავლეთისკენ უნდა გასულიყო, მობრუნება დავაპირეთ და ამ დროს სამი მხრიდან ტყვიამფრქვევებით გაგვიხსნეს ცეცხლი. ჯვარედინი ცეცხლი გაგვიხსნეს, ადამიანები ჩაცხრილეს ავტობუსებში და მანქანებში. ჩვენს მანქანაში ხუთი ოფიცერი ვიჯექით, მე, ასმეთაური ვეფხია ბიჩინაშვილი, სერგო ინასარიძე, ალეკო მუხაძე და გენადი კვერნაძე. გენადი ჩემგან მარჯვენა მხარეს იჯდა, სერგო მარცხენა, საჭესათან იჯდა ვეფხია, გვერდით ეჯდა ალეკო. როგორც კი სროლა დაიწყო პირველი ტყვია მოხვდა მძღოლს. ოთხი ტყვია მოხვდა ვეფხიას თავში, მაგრამ უფლის წყალობით, არც ერთი ტყვია არ იყო სასიკვდილო. ზემოდან გაუარა თავზე და მისგან გამოსული ტყვია პირდაპირ სერგოს მოხვდა თავში და თავის ქალა ახადა. ვეფხიას გონება დაეკარგა, გაითიშა, სერგოს ტვინი და სისხლი მე მომესხა სახეზე. მანქანა რაღაცას შეეჯახა და დადგა, თავი დავწიე, მეყრება ნამსხვრევები თავზე, ვერ ავღწერ ისეთი საშინელი სიტუაცია იყო. სროლა რომ შეწყდა თავი ავწიე. ცხონებულ სერგოს ნახევარი თავი ბეჭზე მედო, თავის ქალა ახდილი ქონდა, სერგოს სისხლი და ტვინი ერთმანეთში არეული სახიდან კისრზე ჩამომდიოდა, გენადი საკუთარი სისხლისაგან იყო შეღებილი, ცურავდა სისხლში. ვეფხიას თავი უდევს საჭეზე, ალეკოს კარის გაღება მოუსწრია და მანქანიდან გადამხტარა. აი, ეს სურათი დავინახე თავაწეულმა, ეს იყო ჩემი პირველი საბრძოლო ნათლობა! მესმის ხმა – დაგვნებდით თქვენი დედაც… ისე გვიყვიროდნენ და გვესროდნენ, თითქოს ფაშისტები ვიყავით. ჩვენს წინ ავტობუსი და სამხიდიანი მანქანა იყო ჩაცხრილული. როგორც მაშინ გავიგე, სადღაც 120 კაცამდე დაიღუპა, ბევრი დაიჭრა. გურამ აბსანძე იმ ავტობუსში იყო, დაიჭრა. ავტობუსის კიბეებიდან მდინარესავით ჩამოდიოდა სისხლი, სამხიდიანი მანქანის მძღოლი მოკლა ტყვიამ, მანქანა დაეჯახა ხეს, ჩამოგლიჯა ტროლეიბუსის ხაზები, ხაზი დაეცა მანქანას და დენმა დახოცა ხალხი. ამ დროს გამოიარა პრეზიდენტის ექსკორტმა, შეჩერდნენ ცოტა ხნით, მაგრამ საშიშროება იყო და მანქანები დაიძრა, გზა განაგრძეს. უკან ზუგდიდის ბატალიონი უნდა წამოსულიყო, მაგრამ როგორც კი ჩაჯდნენ ბიჭები ავტობუსში, ვერ დაძრეს მანქანა, საბურავები იყო დაშვებული. ზუგდიდის ბატალიონის ბიჭები ფეხით წამოსულან, შეტაკების მომენტში მოგვიახლოვდნენ. იმათი გამოჩენისთანავე გაიქცნენ თავდამსხმელები. ზუგდიდის ბატალიონის მოსვლის შემდეგ უკვე შეგვეძლო გვენახა რა გვჭირდა, მანქანის კარი გამოვაღე, ამ დროს ვაიმეო გავიგონე. ვეფხიამ ამოიგმინა, არიქა ცოცხალია-მეთქი ვიყვირე, გადმოვიყვანეთ, შევუხვიეთ თავი, გონზე მოვიდა, გამოფხიზლდა და სიარულიც კი შეძლო. ტყვიამ თავი კი დაუზიანა, მაგრამ თავში არ გაუვლია და გადარჩა!

_ და ვინ მოგაქციათ ალყაში, ვინ გესროდათ?

_ მსროლელებიდან ზოგი გვარდიელი იყო, ზოგიც მხედრიონელი. ნიღბებით იყვნენ.

_ რა მოხდა შემდეგ?

_ ექსკორტმა გაიარა, ვინც გადავრჩით ავლაბრისკენ წავედით ავტობუსით. ზემოთ რომ ავედით, ფეხით გავაგრძელეთ გზა. 70-მდე ადამიანი მივდიოდით ერთად. ფეხით ავედით ლელიანში, იქიდან ტყეში გადავედით, ამასობაში გათენდა კიდეც, ვერტმფრენებით გვეძებდნენ. ჩვენი ერთი მანქანა დასავლეთისაკენ წავიდა, ისინი ყველა ჩაცხრილეს, ოზურგეთის ბატალიონზე ვამბობ. ისინი იქ ჩაცხრილეს, ჩვენ აქ. საერთოდ თბილისის ომის შემდეგ ქართველებს ასე “კარგად” არც ერთ ომში არ უომიათ, ერთმანეთის ხოცვაში ძალიან მაგრები ვიყავით! ტყეში გასულები დავიშალეთ, ჩვენზე ნადირობა მიდიოდა და შესამჩნევები ვიყავით. მე, ვეფხვია და კიდევ ორი ერთად წავედით ვეფხიას დასთან. ფეხით წავედით, დღე ვიმალებოდით, ღამით მივდიოდით. მაგრად ყინავდა, მშივრები, ღამენათევები ძლივს ვბანცალებდით რასაც ჰქვია. როგორია მზის ჩასვლას რომ ელოდები? ორი დღე-ღამე მოვუნდით გამარჯვებამდე ჩასვლას, იქ ორი კვირა დავრჩი, იქიდან წამოვედი და ჩემთან წავედით ზუგდიდში მე, ალეკო და კიდევ რამდენიმე ოფიცერი. ჯერ არ იყვნენ შესული ზუგდიდში…

_ თუმცა მაშინ უკვე სამტრედიის ხიდთან იყო გამაგრებული მხედრიონი.

_ ეგ სამტრედიაში ჩასულებმა გავიგეთ. სწორედ იმ დღეს შევიდა მხედრიონი სამტრედიაში, რომელ დღესაც ჩვენ ჩავედით.

_ ყველას აჩერებდნენ და საკმაოდ ძნელი იყო ამ ხიდის გავლა, თქვენ არ შეხვედრილხართ?

_ სამტრედიასთან “საზღვარი” იყო. გაგვაჩერეს იქ, გაგვჩხრიკეს, იარაღი ხომ არა გაქვთო, არაფერი გვქონდა. კიდევ კარგი ვიდრე გზას დავადგებოდით, ერთმა ჩვენმა მეგობარმა ბიჭიკო კანდელაკმა მამიდამისის მისამართი მოგვცა – ზემო ნიქოზში ცხოვრობს და თუ რამე დაგჭირდეთ, მიდითო. მივედით ბიჭიკოს მამიდასთან, მეორე დღეს წავედით ზუგდიდისკენ. ამის შემდეგ სამეგრელოში გაგრძელდა მოვლენები.

_ ბატონო მაიზერ, ნუთუ არ შეიძლებოდა ტყვიის გარეშე, უსისხლოდ ამ ყველაფრის მოგვარება?

_ არაკომპეტენტური ხალხი იყო დანიშნული თანამდებობებზე და იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი. ახალი მოსული ხელისუფლება ძველ კადრებს უნდობლობას უცხადებდა და ვინც კი მოიყვანეს თავად, ყველა არაპროფესიონალი იყო. ხალხი ჯარში არ იყო ნამსახურები, ისე დანიშნეს საკვანძო ადგილებზე, პირდაპირ ხდებოდნენ მაიორები და პოლკოვნიკები. დააყენებდა ოპოზიცია ზარბაზანს დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე, აბა, რა იქნებოდა? ისეთ პროფესიონალ სამხედროებს, როგორებიც იყვნენ ავთანდილ ცქიტიშვილი, გუჯარ ყურაშვილი, გია უჩავა და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომ გააგდებ და პურის მანქანის მძღოლს მოიყვან, მადლობა უნდა თქვა, იმაზე უარესი რომ არ მოხდა, რაც მოხდა! ომიც ამან გამოიწვია და დაპირისპირებაც!

“თბილისის ომს” ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ომი დასრულდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობით და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნით. იგი ჯერ გადავიდა სომხეთში, მაგრამ დევნილი პრეზიდენტის სომხეთში არ მიღების შემდეგ, მან ჩეჩნეთს შეაფარა თავი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რა ქონებით მოვიდა და წავიდა სააკაშვილი

აჭარის საზმაუწყებელში ხელმძღვანელ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13.01.2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13.01.2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო