“ეპისტოლეში პატრიარქს არაფერი უთქვამს ასეთი გზით გაჩენილ ბავშვებზე. ბავშვები ღმერთმა დალოცოს, სუროგაცია კი 21-ე საუკუნის სირცხვილია. ამ გზით ფულის კეთება და მერე ამ ბავშვების მიშვილება ჰომოსექსუალურ წყვილებზე, ეს მორალის არც ერთ ფორმაში არ ჯდება. საქართველოში ხშირია ორგანოებით ვაჭრობა და სწორედ ამ გზით დაბადებული ბავშვების 80% ხდება მსხვერპლი ამ ვანდალიზმის, მინდა მივმართო შსს-ს, დაინტერესდეს ამ საკითხით და კონტროლზე აიყვანოს. ჩვენ ყველანი ვგმობთ გაუპატიურებას, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში გაუპატიურების შედეგად იბადებიან ბავშვები, მაგრამ ამ ბავშვებს არ ვგმობთ, ღმერთმა დალოცოს ისინი. აი, ეს მაგალითიც კმარა მგონი იმის დასადასტურებლად, რომ დასაგმობია პროცესი და არა ჩვილი”.
აქვე ბაღათურიამ მოუწოდა მთავრობას, პარაფირების ხელმოწერის დროს თავი აარიდონ ისეთ ვალდებულებებს, რომელიც მიუღებელი იქნება ქართული ტრადიციებისა და მენტალიტეტისთვის.