https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებულებს შესაძლოა სასჯელი გაუუქმდეთ

13:01; 9.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

აღნიშნული მუხლი წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მიიღო, რომლის ფარგლებშიც ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა დასჯადია. უფრო კონკრეტულად კი, 223-ე პრიმა მუხლით მუხლით ისჯება ქურდული სამყაროს წევრობა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. კანონიერი ქურდობა თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის გაუქმებაზე საუბარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, თუმცა მაშინ განვითარება ვერ ჰპოვა.

ცოტა ხნის წინ, 29 ნოემბერს, როცა პატიმრებმა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადება გააპროტესტეს და შიმშილობა გამოაცხადებს, მათ მოთხოვნას აღნიშნული 223-ე პრიმა მუხლის გაუქმებაც დაემატა.

მაშინ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ აღნიშნული მუხლის გადახედვა დღის წესრიგში არ იდგა.

“კანონიერი ქურდობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს და დამარცხდეს საქართველოში იმისთვის, რომ საქართველო შედგეს თანამედროვე ტიპის ცივილიზებულ სახელმწიფოდ”, _ აცხადებს წულუკიანი.

წულუკიანის მსგავსად აღნიშნული მუხლის გადახედვის ალბათობას უარყოფდა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარიც.

“ჩვენი პოლიტიკა მთავრობის და სახელმწიფოსი არის ის, რომ ეს მუხლი არ გაუქმდება”, _ განაცხადა სუბარმა.

თუმცა, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ ქურდული სამყაროს წევრობასთან და “კანონიერ ქურდობასთან” დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი გადასახედია.

“კანონის ეს ნორმა არ მომწონს და თავის დროზე, როცა შემოიღეს, ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს შეფასებითი, თუ რა არის ეს. კანონში ჩადებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი და პრობლემური. ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა არის კანონიერი ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი და უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოქმედებასთან, რომლის გამოც შეიძლება პირი გასამართლდეს. ულტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ იმის გამო, რომ ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, ამის გამო არ შეიძლება ციხეში ჩამსვან”, _ განაცხადა გუშინ ხმალაძემ.

დღეს კი დეპუტატმა ხელახალი განმარტება გააკეთა და აღნიშნა:

“მინდა გამოვეხმაურო იმ კომენტარებს, რომლებიც მედიაში გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. არასოდეს მომწონდა და არასოდეს მომეწონება არც ქურდული კანონები და არც მასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული წესები, არც ის ადამიანები, რომლებიც ამ წესით ცხოვრობენ. შეკითხვაზე, რომელიც ქურდულ მენტალიტეტს შეეხებოდა, მე განვაცხადე, რომ ამ ნორმას აქვს ხარვეზი, რომელიც უკავშირდება ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს -ეს ნორმა იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მაგალითად, თუ ვინმე იტყვის, რომ მას მოსწონს ქურდული წესები, ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს მისი სამართლებრივი დევნის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ წესების მიმდევარი არ არის. ამიტომ, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ნორმა უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდება. თუმცა, რადგან დღემდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, მხოლოდ შეხედულების გამო ვინმე გაესამართლებინოთ, ვერ ვხედავ ნორმის შეცვლის აუცილებლობას, მით უფრო, ნორმის გაუქმების ან მისი მოქმედების შეჩერების საჭიროებას“.

“თუ ვინმეს სურს ქურდული გაგების განმარტება ჩაიდოს კანონში, მაშინ კონსულტაციებისათვის რამდენიმე კანონიერი ქურდის მოწვევაა საჭირო”, _ ასე ეხმაურება “გურია ნიუსთან” საუბრისას ხმალაძის მოსაზრებას ა/ო “პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე, იურისტი ამირან გიგუაშვილი.

“სრულიად გაუგებარია ბატონი ვახტანგ ხმალაძის კომენტარი სისხლის სამართლის კოდექსის 223-1 მუხლის რედაქტირების თაობაზე. იგი აცხადებს, რომ მეტი განმარტებაა შესატანი აღნიშნულ მუხლში, რათა განისაზღვროს რა არის ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა. კანონში ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, ნათლად არის განმარტებული თუ რას ნიშნავს ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა.

დეპუტატის ის განცხადება, რომ ვინმეს უბრალოდ ქურდული გაგების მოწონებაზე იჭერენ სიმართლეს არ შეესაბამება. კანონი ამის საშუალებას არ იძლევა და თუ ვინმე ნაციონალური ხელისუფლების დროს ამ მიზეზით დაიჭირეს, ეს არ ნიშნავს, რომ კანონიერი იყო. მეტი განმარტება უკვე სამოსამართლეო პრაქტიკის საქმეა და არა კანონმდებელის. კანონში ქურდულ გაგებას და მის წესებს ვრცლად ვერ ჩავწერთ, რადგან ეს ერთის მხრივ შეუძლებელია და მეორეც არა მგონია ჩვენმა დეპუტატებმა ქურდული ასე კარგად იცოდნენ, მაშინ ალბათ კანონზე მომუშავე ჯგუფში რამდენიმე ყოფილი ან მოქმედი კანონიერი ქურდი უნდა მოვიწვიოთ კონსულტანტებად. ეს ცხადია ხუმრობით.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის შეცვლას, ამაში ცხადია ვეთანხმები ბატონ ვახტანგს. ეს არის მოძველებული და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის რედაქტირებული კოდექსი, რომელსაც ეფექტურად იყენებდნენ ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნისათვის. ასევე მთლიანად არის შესაცვლელი სისხლის სამართლის საპროცესო ანუ ეგრეთ წოდებული ადეიშვილის კოდექსი. როგორ შეიძლება სამართლიანობის აღდგენა ან დამკვიდრება იმ კანონით, რომელიც უსამართლობის დამკვიდრების მთავარი იარაღი იყო ნაციონალური ხელისუფლების პროკურატურის ხელში. ვფიქრობ პარლამენტის საზრუნავი ეს უნდა იყოს და არა ცალკეული მუხლების შეცვლა თუ რედაქტირება”, _ ამბობს გიგუაშვილი

ხმალაძის განცხადებას გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი ნუგზარ წიკლაური. იგი სიცრუე უწოდა ხმალაძის ნათქვამს, რომ ამ კანონის მიხედვით, ქურდული სამყაროსადმი სიმპატიების გამო, ადამიანებს იჭერენ.

“ეს არის სიცრუე და არავინ არ გასამართლებულა ქურდული სამყაროსადმი გამოთქმული სიმპათიების გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ქურდული სამყაროს მიმართ ღია და აშკარა მხარდაჭერას გამოხატავს”, _ აღნიშნა წიკლაურმა.

დეპუტატის თქმით, თუ კანონში ამ ტიპის ცვლილებები განხორციელდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი იდეოლოგიური მარცხი ქურდული სამყაროს წინაშე. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში კრიმინალი და ქურდული გარჩევების რაოდენობა იზრდება და ყველამ იცის, რომ დღეს ციხეს სრულად მართავს კრიმინალური სამყარო.

თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს “საქართველოს ანტიკორუფციული პალატის” პაატა შავაძეს, რომელიც აბსოლუტურად ეთანხმება ვახტანგ ხმალაძის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით. შავაძე მიიჩნევს, რომ 223-ე პრიმა მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოსაღებია და ამას შემდეგი არგუმენტებით ამყარებს:

“წარმოიდგინეთ ვინმემ რომ თქვას კანონიერი ქურდია, მას დაიჭერენ და გაასამართლებენ ამისთვის, ეს ნორმალურია?! არაა გამართლებული ასეთი მუხლის არსებობა იმ სახელმწიფოში, რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია.

ქურდული სამყარო არავინ იფიქროს რომ მისაღებია, ასე არაა, მაგრამ ასეთი მუხლის არსებობა თანამედროვე საქართველოში სასაცილოა. წევრობა არ შეიძლება დასჯადი იყოს.

გარდა ამისა, თვითონ სახელწოდება კანონიერი ქურდი არ მიმაჩნია სწორად. ესეც გადასახედია. ამით ქურდებს ჩვენ სხვა გასაქანსა და პრივილეგიებს ვაძლევთ. ქურდობა ქმედებაა, დანაშაულია და ეს კანონმდებლობით რეგულირდება, ჩვენ მას კანონიერება არ უნდა დავურთოთ. თუ ეს მუხლი არ იქნება ამოღებული და მხოლოდ მისი რედაქტირება მოხდება, სასურველი იქნება ეს ტერმინი – კანონიერი ქურდი, შეიცვალოს და მხოლოდ ქურდული სამყაროს წევრობა დარჩეს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” შავაძე.

მისივე თქმით, იმის საშიშროება, რომ აღნიშნული მუხლის გაუქმების, ან ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ე.წ. კანონიერი ქურდები დატოვებენ საპყრობილეებს და რაიმე სახის ანგარიშსწორებას დაიწყებენ, არ არსებობს.

“თუ ვინმეს დააშანტაჟებენ, დაემუქრებიან, ანგარიშსწორებას დაიწყებენ და ა.შ. მათ შეუძლიათ ეს პოლიციაში განაცხადონ. ანალოგიური საუბრები იყო ამნისტიის დროს, რომ ეს ხალხი გამოვიდოდა და დაიმხობდა ქვეყანას, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალიან კარგი შს მინისტრი გვყავს და დარწმუნებული ვარ ის მოახერხებს სიტუაციის კონტროლს”, _ უთხრა “გურია ნიუსს” შავაძემ.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ეპისტოლეში გაჟღერებული საკითხის გასაპროტესტებლად მოვედი. რატომ მისვამთ სხვა შეკითხვას ვერ გავიგე!"

ჯანდაცვის სამინისტრო საპატრიარქოს დაქვემდებარებული ბავშვთა სახლების მონიტორინგს იწყებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13.01.2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13.01.2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო