“საფრენგეთის განცხადებით, საქართველოში აღარ ხდება პოლიტიკური დაპატიმრებები და პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს აღარ დევნიან. ეს არის ერთ-ერთი ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება, რამაც კიდევ ერთხელ რეალურად დაადასტურა, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები არ ხორციელდება. ასე რომ, ადვოკატების და პოლიტიკური ძალების განცხადებები, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტ-პატიმრები, სინამდვილეს არ შეესაბამება, ეს უკვე რეალურად საფრანგეთის მხარემაც დაადასტურა თავისი გადაწყვეტილებით”.
ჩიტაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს და განაცხადა, რომ საპატრიარქოს აქვს უფლება რელიგიური თვალსაზრისით გამოხატოს თავისი შეხედულება რომელიმე საკითხის მიმართ. მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია დაპირისპირება მსგავსი საკითხების ირგვლივ და ადამიანთა დისკრედიტაცია.
“ამ დაპირისპირებებით უფრო მეტად ხდება საკითხის დრამატიზირება და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ბევრი ისეთი კითხვა, რომელიც აქამდე არ დასმულა. არ უნდა დაირღვეს არც ერთი ადამიანის უფლება და ეს კარგად უნდა გაიგონ დაპირისპირებულმა მხარეებმა. იდეოლოგიურ საკითხებზე რამდენიც უნდა იდავონ, მაგრამ არ უნდა დაარღვიონ ადამიანის უფლებები და არ მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა”.
ჩიტაძე აცხადებს, რომ აზრის გამოხატვის უფლება აქვს ყველას, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ურთიერთპატივისცემა. უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ მოვა ისეთი დროც, როცა საზოგადოებრივი ცნობიერება მივა იქამდე, რომ აქციებზე დაპირისპირებები აღარ იქნება.
“ალბათ, გავიზრდებით იქამდე, როცა აქციებზე დაპირისპირება აღარ იქნება. 20 წლის შემდეგ მაინც.”