რაც შეეხება აღნიშნულ დროებით თავშესაფარში 2 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს, ნარმანიას თქმით, ეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა.
“მიუსაფართა თავშესაფრებში პირობები დღითიდღე უმჯობესდება. მათი გარდაცვალება ცუდი პირობებით არ არის გამოწვეული, თუმცა საბოლოო დასკვნას ექსპერტიზა გააკეთებს და ამის შემდეგ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივ ინფორმაციას გავავრცელებთ,” _ განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, მიუსაფართა საკითხებზე მომუშავე კომისიის ბოლო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ადამიანს, რომელთა ჯანმრთელობა გაუარესებულია, სტაციონარში გადაიყვანენ.