“მინდა “მაესტროს” დამფუძნებლების სახელით, გამოვეხმაურო აბ ბოლო დროს მედიაში და სოციალურ ქსელებში ატეხილ აჟიოტაჟს “მაესტროზე” ორი პოლიტიკური თოქ შოუს დახურვის შესახებ. ერთადერთი მიზეზი ამ ორი გადაცემის დახურვისა გახლავთ შემდეგი: “მაესტროზე” ხდება ინტელექტუალური რესურსის მობილიზება, საღამოს 9 საათიანი საინფორმაციო პროგრამის გაძლიერებისთვის და მარტის დასაწყისში მაყურებელს შევთავაზებთ რადიკალურად განსხვავებულ საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამას, იმედი გვაქვს ძალიან რეიტინგულსაც, ამგვარად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “მაესტროს” დამფუძნებლების და მენეჯმენტის ერთადერთი და მთავარი ამოცანა არის პოლიტიკურ-სოციალური ხაზის გაძლიერება და არა შესუსტება, აქვე შევახსენებ სკეპტიკოსებს “მაესტრო” არ გახდა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია სწორედ ამიტომაც დავიმსახურეთ ჩვენი ერთგული მაყურებლის ნაწილის “რისხვა”. ჩვენ არ ვდგამთ “მედია პოპულარულ” ნაბიჯებს, იმიტომ, რომ ვრჩებით ჩვენი პროფესიის ერგულ მსახურებად. პოლიტიკოსებზე და პირად ურთიერთობებზე მაღლა სწორედ პროფესიულ პრონციპეპს ვაყენებთ. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, ვისაც გჯერათ გვიყურეთ”, _ წერს ღლონტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved