APM Terminals-ის აღმასრულებელი დირექტორის, კიმ ფეიფერის განცხადებით, კომპანია დაინტერესებულია არა მხოლოდ ფოთის არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებით, არამედ გააჩნია გრძელვადიანი გეგმები. მანვე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, 16%-ით გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები, ასევე გაზრდილია სატრანზიტო გადაზიდვები.
კომპანია APM Terminals-ი დაარსებულია 1975 წელს Maersk Group-ის მიერ. იგი ითვლება ყველაზე მსხვილ საკონტეინერო ტერმინალების ოპერატორად მსოფლიოში. კომპანია ფლობს ფოთის პორტის აქციათა 80%-ს.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი დაესწრნენ.