ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.794 დონეზე დაფიქსირდა. ა.წ. დეკემბერში ზრდა დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან (1.5%-ით), ხოლო კლება წინა თვესთან (9.6%-ით) შედარებით.
2013 წლის დეკემბერში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 20.1%-ით შემცირდა.
განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით: დეკემბრის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 10.4%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 20.2%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.790 და 0.937 დონეებზე დაფიქსირდა. ა.წ. დეკემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2108 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 60.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 223 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 35.2%) სახით.
როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.8% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 114 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 13 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 7 კოოპერატივი, 5 სააქციო საზოგადოება, 5 საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 კომანდიტური საზოგადოება.
2013 წლის განმავლობაში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 47 792 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.4% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3.6% – არასამეწარმეო სუბიექტი. ამავე წელს ბიზნეს სუბიექტების რაოდენობაში ზრდა დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით (8.8%-ით): გაიზარდა როგორც რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების (7.8%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების (42.9%-ით) რაოდენობა.