“ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, მართალია, ორი კვირა გავიდა, მაგრამ დროში არ ვართ შეზღუდულები, უახლოეს დღეებში დავასახელებთ მთავარი პროკურორის კანდიდატურას, ვარჩევ რამდენიმე ვარიანტს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ის არ იგეგმება”
შეგახსენებთ, რომ პრემიერის რანგში პირველად მართავს შეხვედრას მედიასთან. მისი თქმით, მას ძალიან კარგად ესმის ჟურნალისტების როლი და მზადაა, ყველა კითხვას გასცეს პასუხი.