მომსახურების სააგენტოში სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაცია სააგენტოს ფუნქციების, განხორციელებული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ამასთან, დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გამოცდების ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩაბარების ახლადდანერგილ წესს და მართვის მოწმობაში მითითებულ მონაცემებში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნენ.
სტუმრებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები – “როგორ ვისარგებლოთ ქართული მართვის მოწმობით ევროპაში” და “როგორ შევცვალოთ უცხო ქვეყნის მართვის მოწმობა”. მომსახურების სააგენტო სხვა სერვისების შესახებ ანალოგიური სახის ბროშურებს უახლოეს მომავალში შესთავაზებს მომხმარებელს და ქვეყნის სტუმრებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.