რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან მთავრობამ დააფინანსა ბეტონის საფარის მოწყობა ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე; შიდა გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში; ხიდის მშენებლობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუეთში.
დაფინანსებული პროექტების ნუსხაში შედის ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყება მდინარე ტყიბულაზე. ქალაქ ტყიბულში ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, ასევე, გათვალისწინებულია შიდა გზების ასფალტო-ბეტონის საფარის რეაბილიტაცია; საცურაო აუზის კეთილმოწყობა და სპორტის სასახლის რეაბილიტაცია;
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში 7 პროექტი უკვე დამტკიცდა.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.