“კომპანიის წარმომადგენელმა ითხვისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს ამ საკითხთან დაკავშირებით. დაზიანებულ ადგილებში უკვე მუშაობა არ მიმდინარეობს. მოსახლეობა იძახის, რომ გაჩნდა ბზარები. თუ დადასტურდება, რომ ჩვენი კომპანიის მიზეზით გაჩნდა ბზარები, ასეთ შემთხვევაში აუნაზღაურდებათ ზიანი, თუ არ დადასტურდა, მაშინ – არა”.
რა ვადებში შეისწავლის კომისია დაზარალებული მოსახლეობის საკითხს, მაკა კვარაცხელია ზუსტ თარიღს არ ასახელებს და აცხადებს, რომ ამ პროცესს დაკვირვება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ითხვისის მაცხოვრებლებმა ჭიათურაში ცენტრალური გზა გადაკეტეს და მანგანუმის კარიერული წესით მოპოვებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.