ამ წუთებში მომიტინგეებმა უკრაინის ჰიმნი იმღერეს.
_ გაუმარჯოს უკრაინას! ჩვენ არ გვეშინია! უკრაინა ადექი!-ისმის შეძახილები.
აქციაზე ოპოზიციის ლიდერები სიტყვით გამოდიან და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან თანამოქალაქეების შეერთებას ელოდებიან.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებთან ერთად მოძღვარი ლოცვას აღავლენს. ტანკები კი შორიახლოს დგანან.