“ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ანზორ ჩუბინიძე მიმდინარე თვის ბოლოს მართლაც აპირებს დატოვოს დაკავებული თანამდებობა ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან უკვე აცნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სრულიად უსაფუძვლოა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა არსებობს რაიმე დაპირისპირება. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.”