“მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს, დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს ელჩის პორტუგალიაში-გოგაგორგილაძის გამოწვევა! ამ განცხადების გაკეთება დამაჩქარებინა 6 იანვარს მომხდარმა სამწუხარო და საგანგაშო ფაქტმა. 6 იანვარს აეროპორტის სადეპორტოშინაპოვნი იქნა ჩამომხრჩვალი საქართველოს მოქალაქის ცხედარი. საქართველოს საელჩო გადაქცეულია სრულიად უუნარო დაწესებულებად და 3 წლის განმავლობაში საქართველოს ელჩი ახერხებს იმდენს, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვაც კი არ შეუძლია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო დღემდე ვიტოვებდი იმედს, რომ საელჩო მოახერხებდა საქართველოს მოქალაქეების დაცვას პორტუგალიის რესპუბლიკაში, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება მივმართო ქალბატონ ფანჯიკიძეს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს გოგა გორგილაძის გამოწვევა პორტუგალიის რესპუბლიკიდან”, _ განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძის განცხადებით, საელჩოს უუნარობა იქიდანაც ჩანს, რომ 6 იანვარს მომხდარი სავალალო ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ და ოფიციალური განცხადება მხოლოდ მას მერე გააკეთეს, რაც ბარამიძემ აღნიშნული ფაქტი გაახმაურა.

































































