ცალკეული ორგანიზმების სისტემაში ჩამორჩენის და პროდუქტიულობის დაქვეითებას. ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია შინაგანი ორგანოების განვითარების ჩამორჩენა, სხეულის საერთო ზრდასთან შედარებით. საქმე ის არის, რომ გამოზრდის რაციონალური სისტემა უზრუნველყოფს ჯანმრთელი და მაღალი პროდუქტიულობის ნიშნების მქონე ცხოველის მიღებას.
ფერმერები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მოზარდის სრულფასოვან კვებას, ცალკეულ შემთხვევაში კი ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ ამას. შედეგად კი ქვეითდება ქსოვილებისა და ორგანოების შეხამებული განვითარება. ხშირად არასწორი კვებით გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის და სხვა დაავადების შემთხვევები, რომელიც უფრო აფერხებს მოზარდის ზრდა-განვითარებას.
მეცნიერულად დასაბუთებული კვების ნორმები დაბადებიდან 24 თვის ასაკამდე უზრუნველყოფენ მოზარდი ორგანიზმის რთულ განვითარებას. ამასთან ულუფებში გათვალისწინებულია ყველა ნივთიერების და ნაერთის შემცველობა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის მოთხოვნილების სრულ დაკმაყოფილებას. მართალია, ყველა ჯიშის მოზარდ ხბოს ერთნაირი მეთოდით ესაჭიროება გამოზრდა, მაგრამ ამჯერად განსაზოგადებლად ვიღებთ ჩვენს მიერ გურიაში დანერგილი და კარგად აპრობირებული “ჯერსის” ჯიშის ძროხის ხბოს გამოზრდის პროცესს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში (ისევე, როგორც ბევრ სხვა სოფელში) მინდია შავიშვილის ოჯახში წარმატებით გახორციელდა ჩვენს მიერ დანერგილი ამ ჯიშის ხბოს დაბადება. ახლა ის სამი თვისაა და თავს შესანიშნავად გრძნობს. ცარო შავიშვილი ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და რჩევებით კარგად ახერხებს პირუტყვის გამოზრდას. დაკვირვების მიხედვით, ხბო ასაკთან შედარებით, მეტი სიძლიერითა და სიდიდით გამოირჩევა. ცხრილი, რომელიც ითვალისწინებს დღიურ ულუფაზე მოთხოვნილების დამოკიდებულებას ცოცხალ მასასთან, კარგი გზამკვლევია დაინტერესებული მეურნისთვის. მასში მოცემულია სამი მაჩვენებელი _ საკვები ერთეული, მიმოცვლითი ენერგია და მონელებადი პრიტეინი. საერთოდ მოზარდის ულუფა მიზანშეწონილია დაბალანსდეს 32 მაჩვენებლით.
გვიან შემოდგომაზე და ზამთარში 6 თვეზე უხნესი ასაკის სანაშენე დეკეულის გამოზრდისას, დიდი მნიშვნელობა აქვს ხშირ მოციონს. მშრალ ამინდში ეს შეიძლება გაგრძელდეს 5-6 საათი. ზაფხულობით კარგ შედეგს იძლევა საძოვარზე ძოვება, რომლის დროსაც დღეღამურმა ნამატმა შესაძლოა, 650-700 გრამს გადააჭარბოს. ამასთან ერთად დადებით შედეგს იძლევა მოზარდის მზეზე ყოფნა, ხოლო ცარიელ დღეებში უნდა მოვაწყოთ საჩრდილობლები. ზოგადად, ნახირის საძოვარზე გაყვანამდე აუცილებელია ვეტერინარული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცხრილი ყველა დაინტერესებული მეცხოველისთვის, განსაკუთრებით კი ახალი ჯიშების საქონლის გამოზრდის მსურველთათვის, შესანიშნავი გზამკვლევია ყოველდღიურ სამეურნეო საქმიანობაში, განსაკუთრებით _ ზამთრის პერიოდში.
თამაზ კილაძე, ვეტექიმი