პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაცით: “შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და დააფიქსირეს მზადყოფნა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებულ დიდ მეგობრობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოთქვა კმაყოფილება საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მიმდინარეობის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული კომისია იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველო-ისრაელის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ,” _ ნათქვამია განცხადებაში.