_ ვიდეოს ატვირთვიდან ნახევარ საათში პროკურატურამ საზეიმოდ გვამცნო ძიება დავიწყეთო. რაღაც არ მახსენდება ბატონებო ასეთივე ოპერატიულობა გამოგეჩინათ და შეგესწავლათ, როგორ მოხვდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებაში ბრალდებული პირები პოლიტპატიმრების სიაში? რატომ ასევე არ იჩქარეთ ძიების დაწყება ბანდიტმა ფარცხალაძემ მერაბიშვილი ციხიდან რომ გაიტაცა? ან როგორ მოხდა ბედუკაძის უდანაშაულოდ აღიარება? ან ვინ მოკლე 9 თვის რაფალიანცი?
ეს ვიდეო ხელისუფლების ატვირთულია და მიზნად ისახავს ამ ხმაურინი საქმეების გადაფარვას. ამ ვიდეოს ამტვირთავებს უნდათ, ქვეყანა კომპრომატებით მართონ, რომ ადამიანებმა დროებით მაინც დაავიწყონ დ ლარის გაუფასურება, მილიარდიანი გარღვევა ბიუჯეტში, გაძვირებული საწვავი და პროდუქტები, ღარიბაშვილი- თამაზაშვილის კლანური მმართველობა და სამსახურიდან გამოყრილი ათასობით ადამიანი, _ წერს ნადირაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამავე თემაზე: “პრემია ადამიანის სიცოცხლის საფასურად”