რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს სამხედრო ატაშეს გენერალ დავით ნაირაშვილს, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, შესაძლოა, უფლებამოსილება შეუჩერდეს.
დაზუსტების მიზნით, “გურია ნიუსი” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს ლევან ჯორბენაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, თუ საქართველოს მთავარი პროკურატურა მიმართავს თავდაცვის სამინისტროს, უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოძიების პროცესში ნაირაშვილი დროებით ჩამოშორდეს თანამდებობას.
“მინისტრის მოადგილემ ასე თქვა. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება მოითხოვს ამას და გამოძიება მივა იქამდე, რომ ეს ადამიანები საქმეში ჩაერთონ, ანუ საქმე მათ შეეხოთ, როგორც ბრალდებულს, ეჭვმიტანილებს, ჩვენ თანახმა ვართ, გამოძიების პროცესში ჩამოვაშოროთ საქმიანობას. თუმცა, ჯერ ჩვენთვის არ მოუმართავს პროკურატურას. შესაბამისად, არანაირ ქმედით ღონისძიებას არ გავახორციელებთ. უდანაშაულობის პრეზუმპციაა და ეს ადამიანები არ არიან ჯერ დამნაშავეები. რა შეტყობინებას გამოგვიგზავნის პროკურატურა, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას,” – ამბობს ჯორბენაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეორგოლის შემდეგ, “გურია ნიუსმა” ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ გენერალ დავით ნაირაშვილთან, სადაც მან განაცხადა: ” არაფერი არ ხდება. ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის “სასტავი” რომ გაიქცნენ, სამი-ორი კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი.”