აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების განცხადებით, სოჭის ოლიმპიადას საქართველომ უარი უნდა უთხრას, რადგან რუსეთი არის ოკუპანტი და დღესაც აგრესიის პოლიტიკას ავრცელებს, ოლიმპიადას, ჩერქეზთა სისხლით მორწყულ მიწაზე მასპინძლობს იმპერია, რომელიც დღესაც უდანაშაულო სისხლს ღვრის. მოძრაობის წევრების თქმით, რუსეთი ახდენს თამაშების პოლიტიზირებას და კრემლი ოლიმპიადას იყენებს საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლისთვის, ასევე ძალის დემონსტრირებისთვის.
“ოლიმპიადასპუტინიგამოიყენებს საკუთარი პოპულარობის ასამაღლებლად, რაც ხელს გაუხსნის ახალი აგრესიისთვის. ჩვენ ველით ახალ აგრესიას მშვიდობის თამაშების დასრულების შემდეგ და ახედანვემოვუწოდებთმსოფლიოს–გამოვუცხადოთბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას!”, _ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია პირველ თებერვალს საქართველოს 5 ქალაქში გაიმართება. თელავში აქცია იუსტიციის სახლის წინ 10 საათზე დაიწყება, შემდეგ თბილისში გადმოინაცვლებს და 13 საათზე ფილარმონიის წინ გაგრძელდება. შემდეგ გორსა და ქუთაისში გადაინაცვლებს და 21 საათზე ზუგდიდში მოცეკვავე შადრევანთან დასრულდება.