კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი, კახა ებრალიძე, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა ჩხაიძე და გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და გაზეთ “ლელოს” ჟურნალისტი, მამუკა ქანთარია არიან. როგორც წესი, არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.
თავდაპირველად მხოლოდ ორი კანდიდატი დასახელდა, თუმცა, გუშინ, ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მამუკა ქანთარიაც მიიღებდა. როგორც თავად ქანთარიამ აღნიშნა, საღამოს 6 საათზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.
როგორც ქანთარია “გურია ნიუსთან” ამბობს, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, ის კვლევებია, რომელსაც ის თვად ატარებს: “მაინტერესებს, რამდენად ობიექტურად ტარდება ეს არჩევნები, ასევე ზუსტად არჩევნების დღეს ვაპირებ რაღაც გავაკეთო, მაგრამ მინდა ეს 24 მისამდე ინტრიგად დაჩეს”, _ ამბობს ქანთარია.
ქანთარიამ უარყო ხმები, რომლის მიხედვითაც ის აპირებს არჩევნების დღეს მიღებული ხმები თავისი დიდი ხნის მეგობარს გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძისთვის გადასცეს.