მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. მათი განცხადებით, წინა წელ,ს სოფლის დახმარების პროგრამით გადაირიცხა რამდენიმე ათასი ლარი, რომელიც “წყალშია გადაყრილი” და მათ წყალი არ მიეწოდებათ.
ადგილზე იმყოფება გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოჩა ფერსაშვილი და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი, ირაკლი შავიშვილი. სიტუაცია ამ ეტაპისთვის კონტროლს ექვემდებარება.
ადგილზე იმყოფება ასევე რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე, რომელიც ყველანაირად ცდილობს ხალხი დააწყნაროს, თუმცა პრეტენზიები მის მიმართაც ბევრი ისმის.
ამ წუთებში “გურია ნიუსის” ჟურნალისტები ნასაკირალში იმყოფებიან. ფოტო და ვიდეო მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
წერილი მომზადებულია ფონდის”ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _
“დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას