“ღიმილდარდიანი გვირილა” _ ასეთია იმ წიგნის სახელწოდება, სადაც თამთა ლიპარტელიანის, ჩანაწერებს, ლექსებს და თარგმანებს მოუყარეს თავი. წიგნის ავტორის დარინა ყურუას თქმით, შესაძლოა, ბევრი რამ ვერ ჩაიწერა წიგნში, თუმცა, თამთას ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდებს დიდი ნაწილი დაეთმო.
პრეზენტაციას თამთა ლიპარტელიანის მშობლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 22 ივლისს, ანდერს ბრეივიკი კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა და 84 ადამიანი მოკლა. სწორედ ბრეივიკის ტყვიამ იმსხვერპლა თამთა ლიპარტელიანიც.