ხვალვე მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი 26 მაისის ღონისძიებებს ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ოზურგეთში დაესწრება, ხოლო მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ქუთაისს ესტუმრება და იქ დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ოთხივე ქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.