ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქვე მოეწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკისა და სახანძრო სამაშველო სამსახურების აღჭურვილობის დემონსტრირება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე, რომელმაც სრულიად საქართველოს მოსახელეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაკეტილია რუსთაველის, აბაშიძის და წერეთლის ქუჩები, რის გამოც ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
დღეს ქუთაისში კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი, ასევე, გაიმართება კონცერტი ქუთაისელი მომღერლების მონაწილეობით.
ღონისძიებები საღამომდე გაგრძელდება. დღის 4 საათზე ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორის და რეჟისორის ვასილ ამაშუკელის ძეგლი გაიხსნება, დღე კი გრანდიოზული ფოიერვერკით და ჰიმნით დასრულდება.