შსს-ს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დიცში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათ რამდენიმე დღის წინ რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან უკანონოდ დაწყებული, მავთულხლართების გაბმისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნული პროცესები 31 მაისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე განიხილება.
შსს–ს ინიციატივით, 3 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. “ადმინისტრაციული საზღვრის|” მიმდებარე სოფლებში დაწყებული მავთულხლართების ინსტალაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.