მისი განცხადებით, უმცირესობა შეეცადა ხელი შეეშალა ამ კანონპროექტის მიღებაში და ამას იმით ამართლებდა, თითქოს ხელისუფლებას უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის წართმევა უნდა. კობახიძე უმცირესობის ბრალდებებს არაადეკვატურს და თითიდან გამოწოვილს უწოდებს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ”, პრაქტიკულად, ეს დრო გამოიყენა იმისათვის, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებები ეკეთებინა, განათლების რეფორმაში რაღაც წიაღსვლებში წასულიყო, ნახეთ, რომ უმრავლესობამ აბსოლუტურად სამართლიანად გასცა პასუხი იმ ბრალდებებს, რაც მოდიოდა ჩვენი მიმართულებით. თითიდან გამოწოვილი ბრალდებები იყო, თითქოს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიდა. ჩვენ ვართ მომხრე უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის და ეს კანონი ხელს არ შეუშლის ამ მიმართულებით განათლებაში რეფორმის გატარებას. ეს იყო ცრუ ბრალდებები, რასაც ჩვენ ვუსმენდით მთელი დღე. დაიძლია ორივე ვეტო ამის და მიხედვით, ნამდვილად ქმედუნარიანია უმრავლესობა, ქმედუნარიანია პარლამენტი და თანმიმდევრულია ჩვენი კურსი, როდესაც ვიღებთ კანონმდებლობას და ბოლომდე მივყვებით. მიმაჩნია, რომ ეს არის ის სწორი ნაბიჯები, რომელიც გადადგა დღეს უმრავლესობამ. ვეტო დავძლიეთ აბსოლუტურად ლოგიკურად,” _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ.