“გურია ნიუსი” დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ჯერ კიდევ ფიქრობენ აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით და კომენტარს ყველა მედიასაშუალებისთვის გააკეთებენ.
კომენტარის გაკეთებისგან პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც თავს იკავებენ. როგორც “გურია ნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია ბანძელაძემ განუცხადა, მოგვიანებით შესაძლებელი იქნება კომენტარის მიღება, რომელსაც მაშინვე მივაწვდით მკითხველს.
“მე საერთოდ არ ვაკეთებ კომენტარს. პრეზიდენტის საუბარი 26 მაისს და ეს მუქარა არაფერს კავშირში არ არის ერთმანეთთან. მანდ ყოველთვის ხდება ასეთი უბედურებები და იმიტომ არის ნატოს ჯარი, რომ პრობლემაა. მოგვიანებით დამირეკეთ. პარტიაში თუ დარეკავთ, მაგრამ ამ კონტექსტში არა მგონია ვინმემ გიპასუხოთ,” _ გვითხრა ბანძელაძემ.
”