“საქართველოს როლი საერთაშორისო მშვიდობის პროცესში უმნიშვნელოვანესია და ამ როლის დაკნინება არ შეიძლება, თუმცა საქართველოს მიერ გაღებული ფასი ძალიან დიდია. ჩვენი 1500 ჯარისკაციანი კონტინგენტი ყველაზე მაღალია არაწევრ ქვეყნებს შორის. ამიტომ, ხომ არ არის საჭირო, გადაიხედოს კვოტირების საკითხი. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა თავისთავად ფაქტი, რომ საქართველო ჩართულია მსოფლიო პოლიტიკის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა როცა სიცოცხლეზეა საუბარი, ბევრი რამ არის დასაფიქრებელი”.
ეკა ბესელია გუშინ გავრცელებულ ვიდეო მუქარებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელაღებით მათი რეალობის უგულვებელყოფა არ შეიძლება.
“გამოძიება დაწყებულია, მოწმდება ვიდეო მასალების დამზადების და ატვირთვასთან დაკავშირებული დეტალები, სად მოხდა და ვის მიერ. იმედს ვიტოვებ, ჩვენი გამოძიება იმუშავებს ეფექტურად.თუ პირველ შემთხვევაში ვრცელდებოდა ვერსია, რომ ეს არ იყო რეალური, ამ ფაქტების დამთხვევამ დაგავფიქრა, რომ შესაძლებელია რაღაცა კავშირი იყოს. ყოველ შემთხვევაში, იმის გამორიცხვა, რომ ვიდეო და საღამოს მომხდარი აფეთქება ერთმანეთთან კავშირში არარის, რთულია“.
ბესელიას თქმით, თუ მომხდარის გამოსაძიებლად შიდა ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი,საქრთველო საერთშორისო ინსტრუმენტებს გამოიყენებს.