ადამიანის უფლებათა დამცველის ნანა კაკაბაძის განცხადებით, რეზოლუციის მოთხოვნაა: შეფასდეს “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი რეჟიმი და გამოკვლელული იყოს ყველა ის დანაშაულებები, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გახორციელდა.
სახალხო მოძრაობა ამ საკითხზე საპარალამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
“დღეს იწყება საკომიტეტო მოსმენა იმ რეზოლუციისა, რომელიც 19 მაისს სპორტის სასახლეში იყო მიღებული. რეზოლუციის მოთხოვნაა, შეფასდეს “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი რეჟიმი და შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც სწორედ ამ საკითხით იქნება დაკავებული. ჩვენ მივაწოდეთ პარლამენტს, როგორც რეზოლუცია, ასევე საბრალდებო დასკვნა, სადაც, სწორედ საზოგადოების მხრიდან არის 9-წლიანი რეჟიმის შეფასება და ახლა ველოდებით პარლამენტის დასკვნას, რას გადაწყვეტს ამ საქმესთან დაკავშირებით,” _ განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა ნანა კაკაბაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტში ამ საკითხის მოსმენა და განხილვა დღეს დაიწყება. თუმცა, შეიძლება დღესვე, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ მოხდეს და კომიტეტში დამატებით განიხილონ რეზოლუცის ავტორების მოსაზრებები: “ჩვენ შემოგვივიდა კომიტეტში პარლამენტის თავამჯდომარის რეზოლუციით განცხადება. მასალები, რომლის მიხედვით სპორტის სასახლეში ჩატარებული ყრილობის შემდეგ, საზოგადოება ითხოვს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და შესაბამისი კვალიფიკაცია იმ დანაშაულებებს, რომელიც 9 წლის განმავლობაში აქვთ ჩადენილი. მოთხოვნა არის, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ დანაშაულობებს შეისწავლის და მას მიეცემა შესაბამისი შეფასება,” _ განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
საქმე ეხება 19 მაისს სპორტს სასახლეში სახალხო მოძრაობის _ “სამართლიანობა უნდა აღსდგეს” რეზოლუციას, რომლითაც რეზოლუციის ავტორები სააკაშვილის 9 -წლიანი მმართველობის გამოძიებას და რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ.